თავში

ზურაბ ჯაფარიძე დაკითხვაზე იმყოფება

ზურაბ ჯაფარიძე დაკითხვაზე იმყოფება
ზურაბ ჯაფარიძე დაკითხვაზე იმყოფება

ბათუმში "რეფორმერ ფიტნესი" დალუქეს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. 

ამ წუთებში კი "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და ობიექტის მფლობელი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან. ისინი დაკითხვაზე მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც არაერთი გაფრთხილებისა და ჯარიმის შემდეგაც, ფიტნეს კლუბი პოლიციამ მაინც იძულებით დალუქა.

ზურაბ ჯაფარიძისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ უშვებენ მას იმ ფართში, რომელიც მისი თქმით, საცხოვრებლად დაიქირავა.

"ჩემს მიერ ნაქირავები ფართიდან გამომაძევეს, ჰანტელები, ტრენაჟორები... ძაფებით დააბეს და დალუქეს. საბოლოო ჯამში აღარ შემიშვეს და დატოვეს საპატიო ყარაული - 6 პოლიციელი, რომელიც მთელი ღამე იცავდა სავარჯიშო დარბაზს. ჩემი მოთხოვნა იქნება ის, რომ შემიშვან, რათა ვაპირებ, აქ ვიცხოვრო. მათ არ აქვთ არანაირი უფლება, რომ მე დამტოვონ გარეთ. თუ მათ აქვთ პრობლემა რომელიმე შპს-სთან, რომელმაც როგორც თვითონ ამბობენ, რაღაცა კანონი დაარღვია, გაარკვიონ იმ შპს-სთან," - განაცხადა "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ. 

შეგახსენებთ, რომ ფიტნესკლუბმა დაუმორჩილეობლობა გამოაცხადა, რის გამოც ის 29 ნოემბერს 10 000 ლარით დააჯარიმეს. გუშინ სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს, ფიტნესკლუბი კი დახურეს

29 ნოემბერს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ბათუმში ჩავიდა. მისი განცხადებით, ბათუმში მდებარე ფიტნესკლუბი „რეფორმერი ფიტნესი“ საცხოვრებელ სახლად იქირავა მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექციამ ობიექტი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დააჯარიმა. ჯაფარიძე შეზღუდვების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ პოლიცია უკანონოდ შეიჭრა მის საცხოვრებელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system