თავში

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

დაცვის მხარე პატიმრობის თავდებობით ან გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა ზემდგომმა ინსტანციამ საჩივარი განუხილველად დატოვა.

შესაბამისად, ზვიადაურიც და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილიც, რომელიც წინანდლის ტყეში სისხლიან გარჩევაში მონაწილეობდა, საპატიმროში რჩებიან.

სასამართლო სხდომა 8 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ადვოკატები მუხლის გადაკვალიფიცირებას და ბრალდებულების გათავისუფლებას კიდევ ერთხელ მოითხოვენ. 

ზურაბ ზვიადაურს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობაში ედება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system