თავში

ზურაბაშვილი მოითხოვს სასამართლო პროცესი დისტანციურად არ ჩატარდეს - ადვოკატი

ზურაბაშვილი მოითხოვს სასამართლო პროცესი
ზურაბაშვილი მოითხოვს სასამართლო პროცესი დისტანციურად არ ჩატარდეს - ადვოკატი

ზურაბაშვილის მთავარი მოთხოვნაა, მისი სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამრთლოში გაიმართოს და დისტანციურად არ ჩატარდეს", - ამის შესახებ მძევლების აყვანის ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

კობაიძის თქმით, მიუხედავად ზურაბაშვილის მოთხოვნისა, ის სასამართლო პროცესზე მაინც არ დაჰყავთ, რის გამოც, ირღვევა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები.

"ლევან ზურაბაშვილის მთავარი მოთხოვნაა, მისი სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამრთლოში გაიმართოს და დისტანციურად არ ჩატარდეს. სამწუხაროდ, მას შერჩევითად უდგებიან, ის სასამართლო პროცესებზე არ დაჰყავთ, რითაც ირღვევა მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები, როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპის უფლება. მის საქმეზე არაერთი მოწმე გამოიკითხა, მათ შორის, ე.წ. დაზარალებულები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ლევანის მიმართ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ. მათივე ჩვენებების საფუძველზე ვიგებთ, რომ ლევანი მათზე ფსიქოლოგიურად არ ძალადობდა, ის პოლიტიკურ მოთხოვნებს აჟღერებდა", - განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. 

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს, 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ, ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system