თავში

ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა - ადვოკატი

ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა - ადვოკატი
ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა - ადვოკატი

საქმის მასალები არსებითი განხილვის სხდომას გადაეცა,ზურაბაშვილმა ნაფიც მსაჯულებზე უარი განაცხადა, - ამის შესახებ წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელის, ლევან ზურაბაშვილის ადვოკატმა გიორგი ჭოჭუამ განაცხადა. 

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მისი მოთხოვნები ძალაში რჩება.

"საქმის მასალები არსებით განხილვის სხდომას გადაეცა, ნაფიც მსაჯულებზე თავად ბრალდებულმა განაცხადა უარი, თქვა, რომ ასე უნდოდა და ეს მისი უფლებაა. თუმცა, ჩვენი სტრატეგია სხვა იყო და სამართლებრივად, ტაქტიკურად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სჯობდა, მაგრამ მან ასე გადაწყვიტა, რისი უფლებაც აქვს. ზურაბაშვილი აცხადებს, რომ მას არავისთვის ზიანი არ მიუყენებია, არავის ფიზიკურად არ შეხებია და არც არავის ემქურებოდა მისგან საფრთხე. შესაბამისად, ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მისი მოთხოვნები კვლავ ძალაშია", - აცხადებს ჭოჭუა.

ცნობისთვის, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 20 ნოემბერს, 31 წლის დავით ზურაბაშვილი შეიჭრა და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მან მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

საქართველოს პროკურატურამ, ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი, საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system