თავში

ადამიანებისგან დაცლილ ზოოპარკში პანდები, როგორც იქნა, შეჯვარდნენ

ადამიანებისგან დაცლილ ზოოპარკში პანდები, როგორც იქნა, შეჯვარდნენ
ადამიანებისგან დაცლილ ზოოპარკში პანდები, როგორც იქნა, შეჯვარდნენ

ჰონგ-კონგის "ოუშენ პარკის" ზოოპარკში წყვილი პანდა, როგორც იქნა, შეჯვარდა. ადგილობრივი სპეციალისტების თქმით, მამრი ინგ-ინგი და მდედრი ლი-ლი ამას 2010 წლის შემდეგ ცდილობდნენ, თუმცა წარმატებით არცერთი აქტი დასრულებულა. 

როგორც ჩანს, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაკეტილმა ზოოპარკმა და მოულოდნელად შექმნილმა სიმყუდოვემ პანდებზე დადებითად იმოქმედა. 

"ოუშენ პარკის" აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ ბოსის თქმით, ბუნებრივი განაყოფიერება ცხოველებში მეტად სასურველია. ზოოპარკის ადმინისტრაცია და თანამშრომლები პატარა პანდის დაბადებას ელოდებიან, თუმცა, მათ ამ დრომდე არ იციან, დასრულდა თუ არა შედეგიანად შეჯვარების აქტი. 

პანდებში მაკეობა 10 თვეს გრძელდება. იმის დადასტურება, რეალურად მაკედაა თუ არა ცხოველი, ნაშიერის დაბადებამდე მხოლოდ 14-17 დღით ადრეა შესაძლებელი. პანდას ახურების პერიოდი მარტიდან მაისამდე გრძელდება. შესაბამისად, ლი-ლის და ინგ-ინგს კიდევ აქვთ საშუალება გამოიყენონ ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული სიმშვიდე ზოოპარკში და შეჯვარების აქტი კიდევ განახორციელონ. 

კონვერსიის ცენტრის მონაცემებით, პანდების რაოდენობა ბუნებაში მნიშვნელოვნადაა შემცირებული. გარეულ პირობებში სულ 1 800 ეგზემპლარია აღრიცხული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system