თავში

"ბალენსიაგამ" ქართველი მოდელის იდენტური სუპერრეალისტური მანეკენი შექმნა

"ბალენსიაგამ" ქართველი მოდელის სუპერრეალისტური მანეკენი შექმნა
ბალენსიაგამ ქართველი მოდელის იდენტური სუპერრეალისტური მანეკენი შექმნა

მოდის სახლმა "ბალენსიაგა" ქართველი მოდელის სუპერრეალისტური მანეკენი შექმნა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, მის მაღაზიებში განთავსდება. ანი გავვა 24 წლის ქართველი მოდელია, რომელმაც ბრენდის ჩვენებაზე ორჯერ მიიღო მონაწილეობა. 

მანეკენი მისი სხეულის ფორმებისა და ზომების იდენტურია.

"სიტყვები არ მყოფნის. მადლობა კიდევ ერთხელ დემნა, მარტინა ლოიკ, არაჩვეულებრივ გუნდს. ყოველი თანამშრომლობა თქვენთან ჩემთვის დიდი პატივია. ჯერ კცლავ ვერ ვიჯერებ", - წერს მოდელი თავის ინსტაგრამ გვერდზე.

"ბალენსიაგამ" სუპერრეალისტური მანეკენების შექმნა 2019 წელს დაიწყო. 

ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი კოლექციები მოდის სახლისთის განსაკუთრებული წარმატების მომტანი ბოლო წლებში გახდა, როდესაც მან ოვერსაიზ მოდელებისა და სთრით სტაილის გამოშვება დაიწყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system