თავში

ბრიტნი სპირსმა სოციალური მედიის ტროლებს უპასუხა

ბრიტნი სპირსმა სოციალური მედიის ტროლებს უპასუხა
ბრიტნი სპირსმა სოციალური მედიის ტროლებს უპასუხა

ამერიკელმა მომღერალმა, ბრიტნის სპირსმა სოციალურ ქსელში ტროლებსა და ჰეითერებს მიმართა. მან ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ბიბლიიდან ფრაგმენტია მოტანილი. 

პოპ-ვარსკვლავმა მოგვიანებით პოსტს კომენტარიც დაურთო, სადაც წერს, რომ ბევრი მომხმარებელი მის მიერ სოციალური ქსელში გაზიარებულ ვიდეოებს დამცინავ და შეურაცხმყოფელ კომენტარებს უწერს. 

"ეს ბედნიერი მე ვარ... ეს არის რეალობა. ავცდილობ შთავაგონო მათ, ვისაც სჯერა ჩემი, რომ გააკეთონ იგივე - იყვნენ ბედნიერები იმით, როგორებიც არიან. ეს არის ბედნიერების გასაღები", - წერს პოპ-ვარსკვლავი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system