თავში

ბრიუს უილისი და დემი მური ზოლიან პიჟამებში - ფოტო კარანტინიდან

ბრიუს უილისი და დემი მური ზოლიან პიჟამებში - ფოტო კარანტინიდან
ბრიუს უილისი და დემი მური ზოლიან პიჟამებში - ფოტო კარანტინიდან

თალულა უილისმა Instagram-ზე გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ატარებს დროს თავის მშობლებთან, ბრიუს უილისთან და დემი მურთან ერთად კარანტინში. ოჯახის ყველა წევრი მწვანე ზოლებიან პიჟამაშია ჩაცმული და, როგორც ჩანს, კარგადაც ერთობიან. იგივენაირ ტანსაცმელშია შემოსილი მათი ძაღლიც. 

"ქაოტურად ნეიტრალური" - დაასათაურა თალულამ ფოტო, რომელზეც მისი მეგობარი ბიჭი, დილონ ბასიც არის აღბეჭდილი. 

ინტერნეტ-მომხმარებლები შეეცადნენ გაერკვიათ, რატომ იყვნენ დემი მური და ბრიუს უილისი იზოლაციის პირობებში ერთად. მათ პასუხად მიიღეს, რომ მიუხედავად განქორწინებისა, წყვილი ისევ არაჩვეულებრივ ურთიერთობას ინარჩუნებს. 

მოგვიანებით, თალულამ Instagram Story-ში სხვა ფოტოც გამოაქვეყნა, სადაც ოჯახის სხვა წევრებიც არიან იგივენაირ პიჟამებში.

როგორც ჟურნალისტებმა დაადგინეს, ეს ტანსაცმელი $30-ად მასობრივი მოხმარების მაღაზიაშია ნაყიდი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგივე ბრენდის ტანსაცმელი გასულ პერიოდში კიმ კარდაშიანს, დენიელ ჯონასს და კრისი ტეიგენსაც ეცვათ. 

View this post on Instagram

chaotic neutral

A post shared by tallulah (@buuski) on

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system