თავში

გიჟური საჩუქრები, რომელსაც ვარსკვლავები იღებენ

გიჟური საჩუქრები, რომელსაც ვარსკვლავები იღებენ
გიჟური საჩუქრები, რომელსაც ვარსკვლავები იღებენ

ახალი წლის პერიოდი ყველასთავის საყვარელია არამხოლოდ საყოველთაო საზიმო განწყობის გამო არამედ იმიტომაც, რომ საყვარელი ადამიანებისგან ან შესაძლოა, უცნობებისგანაც საჩუქრებს ვიღებთ და ჩვენს მიერ მირთმეული ძღვენიც გარშემომყოფებს დადებით განწყობას უქმნის.

სოციალურ ქსელს არასდროს ეპარება ცნობილი ადამიანების მიერ გამოქვეყნებული უცნაური და ხშირად ძვირფასი საჩუქრები, რომელსაც ვარსკვლავები თავად უზიარებენ მიმდევრებს. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე საჩუქარს, რომელიც მსოფლიო ვარსკვლავებისთვის გაუკეთებიათ საშობაოდ. 

2015 წელს ლედი გაგამ საოცნებო საჩუქრის ფოტო გამოაქვეყნა. ეს თეთრი რაში მომღერალს იმ ხმის ჩამწერმა სტუდიამ აჩუქა, რომელთანაც თანამშრომლობს. 

"დღეს ჩემს კართან ეს თეთრი ანგელოზი მოვიდა სამოთხიდან", - დაწერა ლედი გაგამ ფოტოს კომენტარად Instagram-ზე.

რიანას მეგობარმა უნიკალური საჩუქარი მიუძღვნა. მომღერალმა ცნობილი თანამედროვე არტის შემოქმედის, კეფ კუნსის ნამუშევარი მიიღო, რომელიც ერთი შეხედვით გასაბერ დელფინს გავს, თუმცა რეალურად, ის გასაბერი დელფინის ფორმის სკულპტურაა, რომლის მსგავსიც კუნსმა 5$ მილიონად გაყიდა.

კრისი ტეიგენი და ჯონ ლეჯენდი ჰოლივუდის საყვარელი წყვილი იყო. ტაბლოიდებმა ისიც გამოარკვიეს რომ მათ საერთო ინტერესის სფერო კულინარია ჰქონდათ. 2015 წელს ჯონ ლეჯენდმა მეგობარ გოგონას საუცხოო საშობაო საჩუქარი მიუძღვნა. გიგანტური ყველი მალე გახდა სოციალური ქსელის ინტერესის საგანი. ტეიგენმა ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის მოახეხავდა სპაგეტის უნიკალურ კულინარიულ ნამუშევარს. 

რეპერმა დრეიკმა საკუთარ თავს დასამახსოვრებელი საჩუქარი გაუკეთა. 2012 წლის შობას მან საძინებელ ოთახში საცეკვაო ძელი დაამონტაჟა. ამის ამსახველი ფოტო მან ინსტაგრამზე ატვირთა. სპეციალურად საცეკვაო სივრცესთან ერთი სავარძელიც იყო განთავსებული, განსაკუთრებული მაყურებლისათვის. 

ინტერნეტმა კარგად იცის, რომ ზაკ ეფრონსა და დედამისს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ. ისეთი იუმორით სავსე, როგორიც ხშირ შემთხვევაში, სხვა ოჯახებში არცთუ ხშირად შეგხვდებათ. 

საშობაოდ მსახიობს დედამ საოცრად ძვირფასი თუმცა პროვოკაციული ფორმის პასტა აჩუქა, როგორებიც, ძირითადად სასიძოს ქორწილისწინა წვეულებებზე გამოიყენება. როგორც მოგვიანებით ეფრონის დედამ განმარტა, ეს ერთგვარი მინიშნება იყო, რომ უკვე დროა, დაოჯახებაზეც იფიქროს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system