თავში

ჰონგ-კონგის ლიდერს საბანკო ანგარიში არ აქვს

ჰონგ-კონგის ლიდერს საბანკო ანგარიში არ აქვს
ჰონგ-კონგის ლიდერს საბანკო ანგარიში არ აქვს

ჰონგ-კონგლის ლიდერმა კერი ლამმა განაცხადა, რომ ის მხოლოდ ქეშს იყენებს, რადგან საბანკო ანგარიში აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო აღარ აქვს.

გასულ ივნისს აშშ-მ ჰონგ-კონგის 15 მაღალჩინოსანს საბანკო ანგარიშები გაუყინა და მათ მიერ განხორციელებული ნებისმიერი ფინანსური ტრანზაქცია კრიმინალიზებული გახადა. 

"ხელფასს ნაღდი ფულით ვიღებ. ამის შესახებ ხელისუფლებას თხოვნით მივმართე და მათ თხოვნა დამიკმაყოფილეს", - განაცხადა კერი ლამმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს. 

მან ამერიკული სანქციები შეაფასა, როგორც "არასამართლიანი".

აღსანიშნავია, რომ ლამი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ლიდერად ითვლება. მისი ხელფასი წელიწადში 5.21 ჰონგ-კონგური დოლარია, რაც დაახლოებით 672 000 აშშ დოლარის ექვივალენტია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system