თავში

იაპონიაში ყოველწლიური "შიშველი ფესტივალი" გაიმართა

იაპონიაში ყოველწლიური "შიშველი ფესტივალი" გაიმართა
იაპონიაში ყოველწლიური შიშველი ფესტივალი გაიმართა

იაპონიაში, ჰონსიუს კუნძულის სამხრეთ ნაწილში მდებარე, ოკაიამას პრეფექტურაში ყოველწლიური „შიშველი ფესტივალი“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ღონისძიების სახელწოდება იაპონურად ჟღერს, როგორც „ჰადაკა მათსური“. ის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ფესტივალად ითვლება და ყოველწლიურად, თებერვლის თვის მესამე შაბათს, საიდაიჯი დანონინის ტაძარში იმართება.

ფესტივალში მონაწილეობას 10,000 ნახევრად შიშველი მამაკაცი იღებს. მისი მიზანი მოსახლეობის კეთილდღეობისა და მოსავლის ნაყოფიერების კურთხევაა.

აღსანიშნავია, რომ ტრადიცია 1338 წლიდან მომდინარეობს. თავდაპირველად, მასში მონაწილეები ერთმანეთს ე.წ ქაღალდის თილისმის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ. აღნიშნული პერიოდიდან ფესტივალმა ბევრი ცვლილება განიცადა, თუმცა მონაწილეთა რაოდენობა წლიდან წლამდე სულ უფრო მეტად იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system