თავში

მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი კატა დაიღუპა

მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი კატა დაიღუპა
მსოფლიოში ყველაზე მხცოვანი კატა დაიღუპა

ყველაზე ხანდაზმული კატა მსოფლიოში, 31 წლის ასაკში დაიღუპა. ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მასშტაბებში რომ გადავიყვანოთ, მან სულ მცირე 150 წელს იცოცხლა.

კატამ, სახელად რუბლი, ბედნიერად იცხოვრა მზრუნველ პატრონთან ერთად. მიშელ ჰერიტეიჯი მას როგორც შვილს ისე უვლიდა და საინტერესოა, რომ მისმა კუთვნილმა მეორე კატამაც საკმაოდ დიდხანს იცოცხლა. მართალია 31 წლამდე ვერ მიაღწია, მაგრამ 25 წელი კატისთვის საკმაოდ ბევრია. 

როგორც თავად პატრონი ამბობს, მისი კატების სიცოცხლის ხანგრძლივობის მთავარი საიდუმლო მზრუნველობაა. 

"თუ ვიღაცაზე ან რაღაცაზე ზრუნავ, ის დიდხანს იარსებებს", - ამბობს მიშელ ჰერიტეიჯი.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system