თავში

რატომ და როგორ უნდა გავაკეთოთ პირბადე საკუთარი ხელით? - VIDEO

რატომ და როგორ უნდა გავაკეთოთ პირბადე საკუთარი ხელით?
რატომ და როგორ უნდა გავაკეთოთ პირბადე საკუთარი ხელით? - VIDEO

პანდემიის პირობებში პირბადეების ყიდვა არც თუ ისე მარტივი საქმეა. დეფიციტი ამ პროდუქტზე მალევე გაჩნდა. ამიტომ, ბევრი ადამიანი მას საკუთარი ხელით ამზადებს და თან ისინი საკმაოდ მოდურადაც გამოიყურება. პირბადის დამზადება არც ისე რთულია. თუმცა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბევრი კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად მნიშვნელოვანია პირბადის ტარება. 

მართალია, თქვენი ხელით დამზადებულმა პირბადემ, შესაძლოა ვირუსისგან არ დაგიცვათ, მაგრამ ის სხვებს დაიცავს თქვენგან, რადგან, როგორც იცით, კორონავირუსი წვეთოვანი გზით გადადის და საუბრისას, ან ხველებისას პირიდან წამოსული წვეთებს პირბადე შეაჩერებს. გარდა ამისა, პირბადეებზე გაჩენილი დეფიციტი სამედიცინო პერსონალისთვის ძალიან ცუდია, რადგან ისინი "წინა ფრონტზე" იბრძვიან და მათთვის ისინი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, ვინც სახლშია იზოლირებული. 

ამიტომ პირბადის საკუთარი ხელით გაკეთება, ცუდი იდეა ნამდვილად არაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system