თავში

ტრანსგენდერი მამაკაცი მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ

ტრანსგენდერი მამაკაცი მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ
ტრანსგენდერი მამაკაცი მეორე ბავშვზეა ფეხმძიმედ

33 წლის ნიუ-იორკელი ტრანსგენდერი მამაკაცი ქეიდენ კოლმანი მეორე შვილს ელოდება. მან პირველი გოგონა 2014 წელს, ტრანსფორმაციის პერიოდში გააჩინა.

მას შემდეგ, რაც ქეიდენმა რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და ჰორმონების კურსიც დაასრულა. მას ქალის შინაგანი ორგანოები შენარჩუნებული აქვს, რაც ფეხმძიმობის საშუალებას აძლევს. შვილების მამა მისი 29 წლის მეგობარი დომინიკია. 

ქეიდენის პირველი ფეხმძიმობის შესახებ ამბავმა ბევრი გააღიზიანა. ტრანსგენდერმა მამაკაცმა მათ სოციალურ ქსელში პოსტი მიუძღვნა. 

"როდესაც აზელია დაიბადა, ბევრი ადამიანი წერდნენ, რომ წუხდნენ ამ ფაქტის გამო და მიწინასწარმეტყველებდნენ, რომ ჩემი შვილის ფსიქიკა ვერ გადალახავდა ასეთ ოჯახურ მდგომარეობას. ბევრი იმასაც მწერდა, რომ ჩემი გოგონა მონსტრს დამიძახებდა. თუმცა, მას შემდეგ 6 წელი გავიდა. ჩვენ გვაქვს სრული ავტონომია ჩვენს ცხოვრებასა და ორგანიზმებზე. ახლა მეორე შვილს ველოდები. აზელიაც აღფრთოვანებულია ამბით, რომ მალე პატარა და ან ძმა ეყოლება", - წერს ქეიდენი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system