თავში

ადამიანი თავისი ღირებულებებით უნდა მივიღოთ - სრულიად საქართველოს მუფთი

ადამიანი თავისი ღირებულებებით უნდა მივიღოთ - სრულიად საქართველოს მუფთი
ადამიანი თავისი ღირებულებებით უნდა მივიღოთ - სრულიად საქართველოს მუფთი

მეჩეთი ალაჰის სახლია, სადაც უნდა ვილოცოთ როგორც საკუთარი ოჯახებისთვის, ქვეყნისთვის, ისე მსოფლიოს მშვიდობისათვის, ამბობს სრულიად საქართველოს მუფთი ადამ შანთიძე.

მისი თქმი, ადამიანმა ის უნდა ირწმუნოს, სადაც ჭეშმარიტებას ხედავს.

"ყველა რელიგია ადამიანებს მოუწოდებს სიკეთისაკენ, სიყვარულისაკენ, ურთიერთპატივისცემისა და შემწყნარელობისაკენ, ასეა ისლამიც. ჩვენი ქვეყანა, ოდითგანვე, იყო მრავალკონფესიური და მრავალეთნიკური, საუკუნეების განმავლობაში, სხვადასხვა ეროვნებისა და კონფესიის ადამიანები ერთად ცხოვრობდნენ და საკუთარი წვლილი შეჰქონდათ ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს შექმნაში.

ჩვენ ჩვენი სარწმუნოებით პატივი უნდა ვცეთ ყველა ადამიანს, რომელიც არის ღვთის გაჩენილი და უნდა მივიღოთ თავისი ღირებულებებით ისეთი, როგორიც არის თვითონ",- თქვა report.ge-სთან ინტერვიუს დროს ადამ შანთიძემ.

სრულიად საქართველოს მუფთმა,  ადამ შანთიძემ  report.ge-ს  ბათუმის მეჩეთში უმასპინძლა, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი უძველესი ნაგებობაა, ის 1866-1935 უწყვეტად მოქმედებდა. 1935 წლიდან დაიკეტა და ძირითადად სამხედრო საწყობადაც გამოიყენებოდა. 1946 წელს მეჩეთი აღადგინეს და ის დღემდე ფუნქციონირებს.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system