თავში

“ადამიანს ორი ფოტო სჭირდება: ერთი - პასპორტის, მეორე - საფლავის ”-გურამ წიბახაშვილი

”-გურამ წიბახაშვილი
“ადამიანს ორი ფოტო სჭირდება: ერთი - პასპორტის, მეორე - საფლავის ”-გურამ წიბახაშვილი

გურამ წიბახაშვილის ბოლო პროექტი აგებულია სასაფლაოს ესთეტიკაზე. იდეა გრიგოლ ჩხარტიშვილის წიგნის „სასაფლაოების ისტორიის“ წაკითხვის შემდეგ დაიბადა. წიგნზე მუშაობის პროცესი ჯერ აქტიურ ფაზაშია. მასში საქართველოს სასაფლაოებზე გადაღებული ფოტოების სერია იქნება წარმოდგენილი. გურამ წიბახაშვილს 90-იანი წლების საქართველოს ყველაზე დიდი ფოტოარქივი აქვს. „აქტივობა იყო ერთადერთი რამ, რითიც შეიძლებოდა გეფიქრა, რომ ცოცხალი ხარ“ - სწორედ ამ პროცესის მონაწილე იყო ფოტოგრაფი 90-იან წლებში. ფირზე აღბეჭდილი ფოტოგრაფიული მასალა კი დღეს იმის მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტად იქცა, თუ რა ხდებოდა მაშინდელ საქართველოში. ფოტოგრაფი 90-იან წლებში „მეათე სართულის“ გაერთიანებაში ცნობილ არტისტებთან - კარლო კაჭარავა, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო და სხვ., ერთად იღებდა მონაწილეობას კონცეპტუალურ გამოფენებში. „ გავიდა 30 წელი, ეს ადამიანები გახდნენ ცნობილები. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ, რაც დაკარგულია მხოლოდ ფოტოებზეა შემორჩენილი“.     

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system