თავში

ამერიკული სტარტაპის ახალი ელექტროთვითმფრინავი კომერციულ ავიაციაში - VIDEO

ამერიკული სტარტაპის ახალი ელექტროთვითმფრინავი კომერციულ ავიაციაში
ამერიკული სტარტაპის ახალი ელექტროთვითმფრინავი კომერციულ ავიაციაში - VIDEO

ჰიბრიდები და ელექტრომობილები მსოფლიო საავტომობილო ნაკადის ჩვეულებრივ წევრებად აღიქმებიან. უკვე გამოჩნდნენ ელექტრო სატვირთოებიც, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს ჰაერშიც.  ამერიკული სტარტაპი Kitty Hawk Google-ის დამფუძნებლის ლარი პეიჯის და კომპანია Boeing-ის დაფინანსებით შეიქმნა. სტარტაპმა უკვე გამოუშვა ელექტრო თვითმფრინავის ორი მოდელი. პირველი თვითმფრინავი 2017 წელს შექმნილი Flyer-ია, რომლის შემდეგაც გამოჩნდა ორ ადგილიანი Cora. მის მიმართ არსებობდა კონკრეტული შენიშვნები, რაც მწარმოებლის მხრიდან, როგორც ჩანს უყურადღებოდ არ დარჩენილა. Kitty Hawk-ის ახალი ელექტრო თვითმფრინავი Heaviside წინა მოდელებთან შედარებით უფრო დახვეწილი და უნივერსალური საფრენი აპარატია. საფრენ აპარატს ასევე არ სჭირდება ასაფრენი ბილიკი, რადგან ელექტრო თვითმფრინავი ჰაერში ადგილიდან ვერტიკალურად ადის. ასევე უპრობლემოდ ახერხებს წყალზე დაშვებასაც. Heaviside-ის ფრთების სიგრძე ექვსი მეტრია. დამუხტვის შემდეგ ელექტრო თვითმფრინავს შეუძლია 160 კილომეტრის მანძილი დაფაროს. მის მიერ განვითარებული საშუალო სიჩქარე 190 კმ/სთ-ია. აღსანიშნავია, რომ ფრენის დროს ელექტრო თვითმფრინავს ხმა ფაქტობრივად არ აქვს. Heaviside-ის მართვა ავტოპილოტის საშუალებითაც არის შესაძლებელი. თვითმფრინავმა პირველი საცდელი ფრენები წარმატებით შეასრულა. ამერიკულ სტარტაპის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ელექტრო თვითმფრინავის კომერციულ ავიაციაში გამოყენებას რამდენიმე წელიწადში დაიწყებენ. შედეგად, საჰაერო ელექტროტრანსპორტის გამონაბოლქვი შემცირდება, არა მხოლოდ ხმელეთზე, პირდაპირ ცაშიც.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system