
ერთ დროში, ერთ სივრცეში , კლასიკური და თანამედროვე მუსიკა, დარღვეული სტანდარტები და ინოვაციური პროექტი გიორგი ცაგარელისგან….
კონცერტი სახელწოდებით „From Bach to Bach“ , ეს იმ კონცერტების სერიის გაგრძელებაა, სადაც ირღვევა მუსიკის ჟანრებად დაყოფის ცნება და განკუთვნილია ყველა თაობისა თუ გემოვნების მსმენელისათვის.
პროექტი იწყება და სრულდება ბახით, კულმინაციამდე კი თანამედროვე მუსიკოსების დიდი ექსპერიმენტია , რომელიც როგორც ელექტრონულ ასევე ჰიპ-ჰოპ ელემენტებს შეიცავს .