თავში

მსოფლიოში 10 ყველაზე "მაგარი" სამეზობლო - PHOTO

მსოფლიოში 10 ყველაზე "მაგარი" სამეზობლო
მსოფლიოში 10 ყველაზე მაგარი სამეზობლო - PHOTO

გამოცემა Time out-ის პერსონალმა, რომელსაც პუბლიკაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს, მსოფიოში ყველაზე მაგარი სამეზობლოს სია შეადგინა.

ტოპ ათეული ასე გამოიყურება.

10. პილსენი, ჩიკაგო. 

ამ უბნის სახელი დაკავშირებულია ჩეხეთის ქალაქთან, რომელიც ცნობილია იმით, რომ ერთ-ერთი პირველი ქალაქია, სადაც ლუდის წარმოება დაიწყეს. როგორც CNN Trevel-მა შენიშნა უბანი ხელოვნების ჰაბებისა და ქუჩის მხატვართა საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი გახდა. 






9. ემბასადორესი, მადრიდი.

უბნის სახელწოდება ესპანურ ენაზე ელჩს ნიშნავს. მისი დარქმევა კი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამ უბანში მართლაც ბევრ ელჩს უცხოვრია.

Time Out- ის რედაქტორები აღნიშნავენ, რომ "მადრიდში არც ერთი სხვა სამეზობლო არ არის ისეთი ცოცხალი და მრავალფეროვანი, როგორც ელჩები. უბანი მულტიკულტურულია და აქ დაბალი შემოსავლის მქონე სამეზობლოში განსაკუთრებულ ადგილს ქალაქის ისტორიული ე.წ. „ფლი მარკეტი“ იკავებს.






8. ასტორია, ნიუ-იორკი.

ნიუ–იორკის ქუინსის დაბა ერთ–ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ადგილია მსოფლიოში. აქ ისტორიულად „ჰიპები“, ბერძნული და იტალიური საზოგადოებების წარმომადგენლები აფარებდნენ თავს. წყალგამყოფი ასტორია ადგილობრივი საიდუმლოების საერთაშორისო ცხელ წერტილად აღიარეს. 





7. სტრასბურგ-საინტ-დენისი, პარიზი.

როგორც ოდრი ჰეპბერნმა თქვა, პარიზი ყოველთვის კარგი იდეაა, მაგრამ, როცა საქმე სამეზობლოს არჩევასთან გვაქვს, რთულია არჩევანი სტრასბურგ-საინტ-დენისზე არ შეაჩერო. ეს მოდური კვარტალი Le Marais-თან ახლოსაა, რაც საშუალებას მოგცემთ, პარიზის ღირსშესანიშნაობებით ტურისტების გადაჭარბებულ რაოდენობასთან შეჯახების გარეშე ისიამოვნოთ. რაც შეეხება საღამოს, თქვენ არ დაგჭირდებათ ეძებოთ მყუდრო და ლამაზი ბარ-რესტორნები, რადგან ის ყველა კუთხეში დაგხვდებათ. და თუ მაინც ვერ გადაწყვეტთ, საიდან დაიწყოთ, Time Out– ის რედაქტორები რეკომენდაციას უწევენ Le Syndicat- ს, კოქტეილის ბარს, რომელიც, მსოფლიოს 50 საუკეთესო ბარის სიაშია და აქცენტს მხოლოდ ფრანგულ ალკოჰოლზე აკეთებს. 





6. ვათერფრონტი, ჰობარტი.

ჰობარტის რუკაზე ძველი და ახალი ხელოვნების მუზეუმი „MONA“ ყველაზე ცნობილი ადგილია, მაგრამ, ქალაქის ღირსშესანიშნაობები მხოლოდ ხელოვნებას არ უკავშირდება და ავსტრალიის პატარა შტატ ტასმანიას სილამაზემ ვიზიტორები მუზეუმის გარეთაც მოხიბლა. ქალაქის წყლისპირა საფეხმავლო ბილიკებთან მდებარეობს ჯინ-ბარი „Institut Polaire“ რომელიც, ანტარქტიდისთვის შემოსაზღვრული სამეცნიერო გემების საბოლოო გაჩერების წერტილად ითვლება. ასევე აქ მდებარეობს ახალი სასტუმრო „Annaliese Gregory's“ და ცნობილი რესტორანი „Franklin“. 







5. ისტორიული ფილიპინოთაუნი, ლოს ანჯელესი.


ლოს ანჯელესი მდიდარია ამერიკული და ლათინო ამერიკული დასახლებებით. ის განსაკუთრებით კვების კულტურის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თქვენ ფილიპინოთაუნში, რომელსაც, “HIFI”-საც უწოდებენ, მშიერი ნამდვილად ვერ დარჩებით.

Time Out აღნიშნავს, რომ "ტერიტორია ჯერ კიდევ მისი ზრდის ადრეულ ეტაპზეა", ასე რომ, ნუ მოველით ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს ან კოქტეილებს. ამის ნაცვლად, ტაძრების გამზირის გასწვრივ შემთხვევით გასეირნებასა და ველოსიპედით სიარულიზე უნდა გავაკეთოთ, გზაზე, რა თქმა უნდა, საჭმლისთვის და ფოტოების გადასაღებადაც უნდა გავჩერდეთ.






4. ვედინგი, ბერლინი.

მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა ქორწილისკენ მიგვინიშნებს, გონებაში საქორწილო კაბები და პატარძლები მაინც არ უნდა ამოგვიტივტივდეს. ვედინგი არის სამეზობლო გერმანიის დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ცნობილია როგორც 24-საათიანი წვეულების ადგილი, „ქორწილის“ ქუჩები საკმაოდ მშვიდია იმისათვის, რომ კარგი ღამის ძილი გარანტირებული გქონდეთ. დღისით კი შეგიძლიათ დატკბეთ შესანიშნავი გარეუბნით, „Plötzensee“ ტბაზე და პარკ „Woodsy Volkspark Rehberge“-ში გასეირნებით. 








3. ონიკანი, ლაგოსი.

ნიგერიაში სიდიდით ყველაზე დიდი ქალაქი ხელოვანი ხალხისთვის, მწერლების, დიზაინერებისა და „Nollywood“ მსახიობებისთვის ნამდვილი სახლია. ონიკანში ადგილია, სადაც, გასეირნებისას წარსული, აწმყო და მომავალი ერთმანეთს აუცილებლად ეჯახებიან.

ლაგოსის ლაგუნის ცენტრალურ სამეზობლოში არის ქალაქის ზოგიერთი მნიშვნელოვანი კულტურული ღირსშესანიშნაობა, მათ შორისაა ნიგერიის ეროვნული მუზეუმი და რელიზური გალერეა, რომელიც აქცენტს თანამედროვე ხელოვნებაზე აკეთებს.





2.შიმოკიტაზავა, ტოკიო.

”Shimokitazawa ტოკიოში არის ის, რაც ბრუკლინი არის ნიუ – იორკში, ოღონდ უფრო მაგარი ვერსიით”, - ამბობს Time Out, რომელიც, ჩვენთვის მოქმედებისკენ მოწოდებასავით ჟღერს.

თუ გსურთ, ტოკიოს ცხოვრების გიჟურ რიტმს გვერდი აუაროთ, მაგრამ, არ დაკარგოთ საზოგადიოებასთან კონტაქტი, შიმოკიტაზავა თქვენი ადგილია. ამ უბანში მაღალი ხარისხის იაპონურ რესტორნებსა და ვინტჟურ მაღაზიებსაც შეხვდებით. 







1.აროიოსი, ლისაბონი. 

CNN Travel- ის აზრით, ლისაბონი ევროპაში ყველაზე მაგარ ქალაქად შეიძლება მივჩნიოთ, ის სახელგანთქმულია თავისი მრავალფეროვნებითა და ახალგაზრდული შეგრძნებით.
ზღვის პროდუქტები, ქუჩის ხელოვნება, ცოცხალი მუსიკა, ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე სამეზობლო და ყოველივე ის, რითაც ქალაქია ცნობილი აროიოსის ქუჩებში შეგიძლიათ იპოვოთ.
"აქ უამრავი დამოუკიდებელი რამ ხდება, ახალგაზრდები, მხატვრები და ხალხი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სამეზობლო, რომლისაც ხალხს ეშინოდა, ახლა ლისაბონის დინამიური, კულტურათაშორისი კერაა."- Time Out




ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system