თავში

მწერლობაზე მეოცნებე ბუკინისტი

მწერლობაზე მეოცნებე ბუკინისტი
მწერლობაზე მეოცნებე ბუკინისტი

თენგიზ თაქთაქიშვილი უხუცესი ბუკინისტია. თავის დროზე მწერლობაზე ოცნებობდა, თუმცა სკოლა ისე დაამთავრა წერა-კითხვა არ იცოდა.

როგორც თავად ამბობს, თავის დროზე, ფსიქიატრებმა გონებაშეზღუდულის დიაგნოზიც დაუსვეს.

მეზობელს ნესვები მოვპარე და ბოლო კლასები კოლონიაში ვსწავლობდიო- იხსენებს.

უკვე დიდი იყო, როცა წერა-კითხვის სწავლა გადაწყვიტა. მერე ოცნებაც აისრულა და წიგნი დაწერა. მცირე ტირაჟით დაბეჭდა კიდეც, თუმცა არავინ ყიდულობდა. ამიტომაც გადაწყვიტა, საკუთარი წიგნები ქუჩაში თავად გაეყიდა. ჰყვება, რომ სწორედ მაშინ შესთავაზეს ძველი წიგნების ქუჩაში გაყიდვა.

უკვე 24 წელიწადია, ეს საქმე ძალიან მოსწონს და ამბობს, რომ თუ მოინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system