თავში

ჩვენს პროფესიაში ბედი აუცილებელია - ნოდარ ჟვანია

ჩვენს პროფესიაში ბედი აუცილებელია - ნოდარ ჟვანია
ჩვენს პროფესიაში ბედი აუცილებელია - ნოდარ ჟვანია

ჯერ იყო ნიჭიერთა ათწლედი, შემდეგ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია... საკუთარ ქვეყნაში სწავლის დასრულების შემდეგ, ნოდარ ჟვანიას მუსიკალური ცხოვრება გერმანიაში გაგრძელდა. მერე იყო მრავალი წარმატება.

ამბობს, რომ მუსიკოსის პროფესიაში ნიჭთან ერთად, იღბალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თვლის, რომ გაუმართლა.

დღეს ის იმ ნიჭიერთა ათწლედის დირექტორია, რომელიც წლების წინათ დაამთავრა. პარალელურად, კონსერვატორიაშიც ასწავლის.

სცენაზე გასვლა ყოველთვის ასაღელვებელია, რაც უფრო დიდი ხელოვანი ხარ, უფრო მეტს ღელავ - ამბობს 76 წლის მუსიკოსი, რომელიც დღეს ბედნიერია იმით, რომ ბევრი ნიჭიერი მოსწავლე ჰყავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system