თავში

თბილისელი მეარღნე: არღანი სხვანაირად უხდება თბილისს

თბილისელი მეარღნე: არღანი სხვანაირად უხდება თბილისს
თბილისელი მეარღნე:  არღანი სხვანაირად უხდება თბილისს

დუდუკი, ზურნა და არღანი - ეს ხმაა ძველი ტფილისიდან, რომელიც ახლა მხოლოდ თავბრუდამხვევი ეგზოტიკაა ტურისტებისთვის, რომელსაც ისინი მცირე ხნით, განსაკუთრებულ ჯადოსნურ გარემოში გადაჰყავს.

გუჯა ომიაძეს არღანი წინაპრებისგან ერგო, ყოველდღე წინაპრებივითვე იკაზმება, შავი ახალუხით, ჩექმებითა და წითელი ბაღდადით.

ამაყად ჰყვება, რომ 120 წლის საკრავზე უკრავს. მართალია, როგორც თავად ამბობს, ზოგს არღანი სანაყინე ჰგონია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, თავისი საქმე ღირსეულად აკეთოს.

76 წლის მეარღნემ დაკვრა შვილს უკვე ასწავლა. ამბობს, რომ წინაპრების საქმე მანაც უნდა გააგრძელოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system