თავში

“ვერასდროს ვხვდებოდი, ბიჭისთვის სამეჯლისო ცეკვა რა პრობლემაა"- ალექსანდრე გადელია

“ვერასდროს ვხვდებოდი, ბიჭისთვ
“ვერასდროს ვხვდებოდი, ბიჭისთვის სამეჯლისო ცეკვა რა პრობლემაა- ალექსანდრე გადელია

ალექსანდრე გადელია 6 წლის ასაკში სენაკში სამეჯლისო ცეკვებზე შეიყვანეს. 

“ ბიჭისთვის სამეჯლისო ცეკვა ყოველთვის განხილვის საგანი იყო, მაგრამ ვერასდროს ვხვდებოდი რა პრობლემას წარმოადგენდა, რადგან მე ის სიამოვნებას მანიჭებდა”,- ამბობს ალექსანდრე.

ცეკვის პროფესიული სასწავლებელის დაამთავრების შემდეგ მან გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიულ დასშიც მიიღო როლები. 

როგორც ალექსანდრე ამბობს, - “იყო დრო, როდესაც შეუმჩნეველი ვიყავი, მაგრამ დიდი შრომის შედეგად ვაღწევდი მიზანს. ორჯერ მეტს ვვარჯიშობდი, როლში რომ ჩავესვი რეჟისორს.” 

23 წლის ალექსანდრე გადელიას მიზანი ცეკვის საერთაშორისო კონკურსში “world of dance” მიიღოს მონაწილეობაა.

“ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს მასშტაბურ პროექტებზე ვიფიქრებდი, მაგრამ აღმოვჩნდი აქ და ყველაფერს ვაკეთებ მიზნის მისაღწევად. რაღაც ჩარჩო არ მაქვს, ვარ თავისუფალი,"- ამბობს ალექსანდრე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system