თავში

2025 წელს ზღვაში ულტრათანამედროვე კვლევითი გემი ჩაეშვება - PHOTO

​2025 წელს ზღვაში ულტრათანამედროვე კვლევითი გემი ჩაეშვება
2025 წელს ზღვაში ულტრათანამედროვე კვლევითი გემი ჩაეშვება - PHOTO

მეცნიერები ატომურ ენერგიაზე მომუშავე უნიკალური კვლევითი გემის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც 2025 წლისათვის იქნება მზად. სილიკონის ველის (სილიციუმის ველი--მსოფლიო მნიშვნელობის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ზონა კალიფორნიაში) ტექნოლოგიით აღჭურვილი გემი ერთგვარი მცურავი ლაბორატორია იქნება. ხომალდი ზღვებსა და ოკეანეებს შეისწავლის და გლობალურ ექპეტიმენტებს ჩაატარებს. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

გემის პროექტი  საერთაშორისო დიზაინერულმა სტუდია Iddes Yachts-მა წარმოადგინა. პროექტის თანახმად, მისი სიგრძე  300 მეტრი იქნება, რაც  ტიტანიკის სიგრძეს (269 მეტრი) აჭარბებს.  ბორტზე მყოფი 400 მკვლევარი 22 ულტრათანამედროვე ლაბორატორიაში კვლევებს ჩაატარებს.

ხომალდის სახელწოდებაა ,,დედამიწა 300’’ რომელსაც  ერთდროულად 160 მეცნიერის, 20 რეზიდენტის, 20 სტუდენტის, 40 VIP-სტუმრისა და ეკიპაჟის 165 წევრის განთავსება შეეძლება. გემს ექნება ექსკლუზივიც, მის კორპუსზე უკანა მხარეს დამონტაჟდება გიგანტური შავი სფერო, სადაც ოკეანის შემსწავლელი ლაბორატორიების განლაგება იგეგმება.

ბორტის მეცნიერების განკარგულებაში იქნება ასევე წყალქვეშა ნავების ფლოტი, ღრმაწყლოვანი სივრცეების შესასწავლად.

ზედაპირზე გემს ასევე დიდი მოედანი ექნება, სადაც მკვლევარებს შესვენების დროს სუფთა ჰაერზე გამოსვლა და ხედით დატკბობა შეეძლებათ. ასევე წინა მხარეს დამონტაჟდება ვერტმფრენის დასაჯდომი ტერიტორიაც.

სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების გარდა, ხომალდი ექპედიციის ელემენტებსა და ლუქს-კლასის ლაინერის ფუნქციებსაც შეითავსებს. გემი იმუშავებს ,,თხევად-მარილიანი ატომური რეაქტორით’’ რომელსაც შიგნითვე ექნება გაცივების სისტემა და არ დააბინძურებს გარემოს კვამლითა და ნარჩენებით.

,,თხევადი მარილის რეაქტორი’’--არის ატომური ძრავა, რომელიც ბირთვულ რეაქციებს იყენებს ენერგიის მისაღებად. ხომალდ ,,დედამიწა 300’’-ზე ,,თხევად-მარილიან რეაქტორში’’ საწვავის სახით გამოყენებული იქნება მცირედ-რადიოაქტიური ნივთიერება თორიუმი და მისი იზოტოპები. გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მოთხოვნით 2008 წლიდან 2050 წლამდე გემებმა საერთო გამონაბოლქვი 50%-ით უნდა შეამცირონ, რაც ფაქტობრივად იმ დროისთვის გამონაბოლქვის 90%-ით შემცირებას უტოლდება.

,,აქედან გამომდინარე ,,თხევადი მარილის რეაქტორი’’ შეიძლება გახდეს ახალი ატომური ეპოქის დასაწყისი, რადგანაც მას არ ექნება გამონაბოლქვი და არ დააბინძურებს გარემოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი ეკოლოგიის პირობებში’’--განაცხადა კომპანია Core Power-ის წარმომადგენლობამ, რომელიც ბილ გეითსთან ერთად ახალი თაობის ატომური რეაქტორების შექმნაზე მუშაობს. 

გალერეის ფოტოები: The Iddes Yachts

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system