თავში

ადამიანი-ობობა 3200 წლის წინაც არსებობდა

ადამიანი-ობობა 3200 წლის წინაც არსებობდა
ადამიანი-ობობა 3200 წლის წინაც არსებობდა

ჩრდილო-დასავლეთ პერუში არქეოლოგებმა 3200 წლის წინანდელი ფრესკა აღმოაჩინეს. ის უძველესი სარიტუალო ნაგებობის კედელზე, თეთრ ფონზე ოხრის ბუნებრივი საღებავით იყო დახატული. ფრესკაზე გამოსახული იყო ღვთაება ადამიანი-ობობა, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. ინფორმაციას Live Science ავრცელებს.

არქეოლოგებმა ფრესკა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ადგილობრივმა ფერმერებმა შაქრის ლერწმისა და ავოკადოს პლანტაციების გაფართოებისას დააზიანეს უძველესი ტაძრის შენობა. მხატვრობა შესრულებული იყო ყვითელი, ნაცრისფერი და თეთრი საღებავების გამოყენებით.

არქეოლოგიური კვლევების ხელმძღვანელი რეგულო ფრანკო იორდანი მიიჩნევს, რომ ფიგურა დაახლოებით 3200 წლის წინ შეიქმნა და მას რელიგიური დანიშნულება ჰქონდა. სპეციალისტებმა ფრესკას ,,სტილიზებული ზოომორფული არსება უწოდეს’’, რომელიც ადამიანის, ცხოველისა და ობობის ჰიბრიდია. აღმოჩენა პერუს კოლუმბამდელი ეპოქის: ე.წ. ,,კუპისნიკეს’’ ერთ ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლია.

მკვლევარების თქმით, ღვთაება წყალთან ასოცირდებოდა, რადგანაც ეს ტაძარი სწორედ მდინარის პირას იყო აშენებული. სავარაუდოა, რომ რელიგიური რიტუალები სწორედ წვიმიან პერიოდში - იანვრიდან მარტის ჩათვლით სრულდებოდა, როდესაც მდინარეში წყლის დონე ყველაზე მაღალი იყო.

,,კუპისნიკეს’’ კულტურა პერუს ჩრდილოეთით, წყნარი ოკეანის სანაპიროებზე იყო გავრცელებული დაახლოებით 1250 წლიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე. სწორედ იმ პერიოდში აშენდა პირველი ცნობილი ტაძრები რეგიონში. ნაპოვნია ასევე სხვა და სხვა დანიშნულების თიხის ჭურჭელი, რომელზედაც ღვთაება-ობობა იყო გამოსახული. ვარაუდობენ, რომ ის ასევე ნაყოფიერებასთანაც ასოცირდებოდა.

სამწუხაროდ, ტაძრის 60% ფერმერებმა დააზიანეს, დარჩენილია შენობის მხოლოდ ნაწილი, 5 მეტრი სიმაღლის და 15 მეტრი სიგანის ნაგებობა. დაზიანებულია ფრესკაც.

ფრესკის გადასარჩენად, არქეოლოგებმა პერუს კულტურის სამინისტროს მოსთხოვეს დაწყებულიყო სარესტავრაციო სამუშაოები და ასევე აეკრძალათ უცხო პირთა მისვლა ტაძრის ტერიტორიაზე. პანდემიის დასრულების შემდეგ იგეგმება ტერიტორიის სიღრმისეული გამოკვლევა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system