თავში

აფრიკაში უძველესი საფლავი აღმოაჩინეს - PHOTO

​აფრიკაში უძველესი საფლავი აღმოაჩინეს
აფრიკაში უძველესი საფლავი აღმოაჩინეს - PHOTO

კენიაში, პანგა-ია-საიდის გამოქვაბულში არქეოლოგებმა ადამიანის საფლავი აღმოაჩინეს, რომელიც 78 000 წლისაა და ყველაზე ძველია აფრიკის ტერიტორიაზე აქამდე აღმოჩენილ ნამარხებს შორის. საფლავში 2,5-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვი იყო დაკრძალული. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

აღმოჩენილი ობიექტის ანალიზის შედეგად, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ იმ დროინდელ ხალხს უკვე ჰქონდა მაღალგანვითარებული სოციალური წეს-ჩვეულებები და სიმბოლური აზროვნება. ხოლო ბავშვის დამკრძალავ რიტუალში კი ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

საფლავში ნაპოვნი ძვლების განლაგების მიხედვით დადგინდა, რომ ბავშვი ფრთხილად იყო დასვენებული მარჯვენა მხარეს გადაბრუნებულ მდგომარეობაში. მას ფეხები გადაჯვარედინებული ჰქონდა და ისინი მკერდთან იყო მიტანილი. ხოლო ნეშტი სპეციალურ სუდარაში იყო გახვეული, რაც შესაძლოა ცხოველების ტყავი ყოფილიყო. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ საფლავში ბავშვს თავი ბალიშზე ედო.

ესპანეთის ქალაქ ბურგოსის ადამიანის ევოლუციის კვლევითი ცენტრის დირექტორის - მარია მარტინონ ტორესის თქმით, საფლავის გამოკვლევით დგინდება, რომ ბავშვი უყვარდათ, მას პატივს სცემდნენ და ზრუნავდნენ მასზე. მისი თითქოსდა მძინარე მდგომარეობაში დასვენებით მტკიცდება, რომ აფრიკის ხალხში ჯერ კიდევ უძველეს პერიოდში იყო გავრცელებული ტრადიციები და სიმბოლური სამყაროს რწმენა.

აღსანიშნავია, რომ დედამიწის სხვა რეგიონებში - ევროპასა და აზიაში აღმოჩენილია ჰომო საპიენსის საფლავები, რომელთა ასაკი 120 000 წელია. მაგრამ, ბავშვის საფლავი უძველესია აფრიკის ტერიტორიაზე ნაპოვნ ნებისმიერ სხვა მსგავს არქეოლოგიურ ობიექტებს შორის. 

ფოტოგალერეა : scitechdaily.com

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system