თავში

ახალი დეტალები მარსზე გაფრენის შესახებ

​ახალი დეტალები მარსზე გაფრენის შესახებ
ახალი დეტალები მარსზე გაფრენის შესახებ

მარსმფრენის წითელ პლანეტაზე გაფრენის ზუსტი დრო ცნობილია.

ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცეების კვლევის ეროვნულმა სააგენტომ (NASA), მარსმფრენის - სახელწოდებით Ingenuity წითელ პლანეტაზე გაფრენის თარიღად 19 აპრილის 03:30სთ დაასახელა აღმოსავლეთ აშშ-ის დროით. მისი გაფრენა, დროებით გადადებული იყო, ვერტმფრენის ტესტირების დროს მაღალსიჩქარიანი ძრავის პრობლემების გამო. ინფორმაციას The Verge ავრცელებს.

NASA-მ უკვე დაასრულა მარსმფრენის ტესტირება ძრავის ბრუნთა აჩქარების კუთხით და იუწყება, რომ დისტანციური საფრენი აპარატი მზად არის ისტორიული გაფრენისათვის.

გეგმის თანახმად, 1,8 კილოგრამი წონის ვერტმფრენი მარსის ზედაპირიდან 3 მეტრის სიმაღლეზე უნდა აფრინდეს და 30 წამის განმავლობაში იყოს ჩამოკიდებული ჰაერში, რითიც დამტკიცდება მისი ფრენის შესაძლებლობები პლანეტის გაიშვიათებული ტიპის ატმოსფეროში. მისი დაბალი სიმკვრივის გამო, მარსმფრენს ჰაერში ასაფრენად პროპელერის წუთში 2537 ბრუნამდე აჩქარება მოუწევს.

გაფრენის პერიოდში, დრონის ქვედა მხარეზე დამაგრებული კამერა წითელი პლანეტის ზედაპირის ფოტოებს გადაიღებს წამში 30 ფოტოს სიჩქარის ოდენობით, ხოლო მეორე კამერა კი ჰორიზონტს დააფიქსირებს. ამ დროს, მარსმავალი - სახელწოდებით ,,Perseverance’’ ქვემოდან ჰაერში ასულ მარსმფრენს გადაიღებს. 

თუ პირველი გაფრენა წარმატებით შესრულდება, მომავალში იგეგმება ახალი გაფრენები უფრო შორ მანძილებზე და უფრო მაღალ სიმაღლეზე.

მარსმფრენი, მარსმავალთან ერთად 2021 წლის თებერვალში დაეშვა წითელ პლანეტაზე მის შესასწავლად. მისია Mars 2020 Perseverance ნასა-ს მთვარისა და მარსის გამოკვლევის მასშტაბური გეგმის მცირე ნაწილია, რომელიც სამომავლოდ ორივე პლანეტაზე ასევე ადამიანების გაშვებასაც გულისხმობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system