თავში

აქლემის კუჭში პოლიეთილენის 2 ათასამდე პარკი იპოვეს

აქლემის კუჭში პოლიეთილენის 2 ათასამდე პარკი იპოვეს
აქლემის კუჭში პოლიეთილენის 2 ათასამდე პარკი იპოვეს

მკვლევარების ჯგუფმა დუბაიდან საოცარი რამ აღმოაჩინა. მათ აქლემის კუჭში პოლიეთილენის 2 ათასამდე პარკი იპოვეს. მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს 300-ზე მეტი დაღუპული აქლემის ორგანიზმი, რომლებიც ნაგავსაყრელიდან იკვებებოდნენ. დადგინდა, რომ ყველა მათგანის კუჭში დიდი ოდენობით პარკები იყო ჩარჩენილი, რომლებიც ცხოველის ნაწლავურ სისხლდენას, გაუწყლოებას, მუდმივ შიმშილს და საბოლოო ჯამში სიკვდილს იწვევდა. ინფორმაციას სააგენტო Futurism ავრცელებს.

კვლევების დირექტორი და მსოფლიოს პლასტიკატით დაბინძურების შემცირებაზე მომუშავე ორგანიზაცია 5 Gyres-ის თანადამფუძნებელი მარკუს ერიქსონი აღნიშნავს, რომ აქლემების დაღუპვა არის სრულიად ახალი დონე ადამიანის უპასუხისმგებლობაში. მისი თქმით, აქლემების დაღუპვა, რაც ნაგავსაყრელზე კვებამ გამოიწვია, არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ რისკისა, რაც საერთოდ ცხოველებს პლასტიკატით დაბინძურებისგან ემუქრებათ.

,,წარმოიდგინეთ, რომ თქვენს კუჭში 50 პოლიეთილენის პარკია, რომელთა გადამუშავებაც არ შეგიძლიათ. ისინი იწვევენ წყლულებს, ძლიერ დისკომფორტს და შეგრძნებას, თითქოს მუდმივად დანაყრებული ხართ. ამის შემდეგ უკვე აღარ შეგიძლიათ ნორმალურად იკვებოთ. ზუსტად ეს ემართებათ აქლემებს, რაც მათ დაღუპვას იწვევს’’-აღნიშნავს ერიქსონი.

მისი თქმით, პლასტიკატით დანაგვიანებულია თითქმის ყველა რეგიონი დედამიწაზე, მთის მწვერვალებიდან დაწყებული ხმელეთამდე, ზღვებისა და ოკეანეების ფსკერის ჩათვლით და ამ პრობლემას ადამიანები ვერ აცნობიერებენ სათანადო დონეზე.

ერიქსონი ცდილობს, რომ მსოფლიო ლიდერებმა, ბაიდენის ადმინისტრაციის ჩათვლით მხარი დაუჭირონ გაეროს კონვენციას პოლიეთილენით დაბინძურების თაობაზე. ხელშეკრულება მიმართული იქნება მავნებელი პლასტიკატების წარმოების შეჩერებაზე და მათ ჩანაცვლებაზე ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალებით.

სპეციალისტები პლასტიკატით დაბინძურებას გარკვეულწილად პანდემიად აღიქვამენ, თუმცა მათი თქმით, ეს ის პრობლემაა, რომელსაც ვაქცინის შექმნით ვერ მოვაგვარებთ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system