თავში

მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი ლეკვი გადაარჩინეს - PHOTO

მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი ლეკვი გადაარჩინეს - PHOTO
მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი ლეკვი გადაარჩინეს - PHOTO

მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი ლეკვი გადაარჩინეს - ამის შესახებ ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისში, პატარა ლილოს დასახლებაში, ლეკვი კლდის დამრეცი ნაწილიდან ჩავარდა და რამდენიმე დღე იქიდან ამოსვლას ვერ ახერხებდა.

,,ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა ინიციატორის მომართვის საფუძველზე კიდევ ერთ ცხოველს აღმოუჩინეს დახმარება. როგორც ინიციატორმა მაშველებს განუცხადა, ძაღლის ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა ადგილსამყოფელს თავად ვერ მიაკვლიეს. ჰასკის ლეკვი პატარა ლილოს დასახლების ტერიტორიაზე, კლდის დამრეცი ნაწილიდან გადავარდა, საიდანაც ამოსვლა ვერ შეძლო. მაშველებმა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი განსაზღვრეს და ცხოველს დახმარება აღმოუჩინეს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system