თავში

აუდიტი: სარაგბო კლუბ "ბათუმში" მასაჟისტი, დაცვა და მწვრთნელი ერთი ადამიანია

აუდიტი: სარაგბო კლუბ "ბათუმში" მასაჟისტი, დაცვა და მწვრთნელი ერთი ადამიანია
აუდიტი: სარაგბო კლუბ ბათუმში მასაჟისტი, დაცვა და მწვრთნელი ერთი ადამიანია

სარაგბო კლუბ "ბათუმში" მასაჟისტის, დაცვის უფროსისა და ბავშვთა მწვრთნელის პოზიციაზე ერთი ადამიანია დასაქმებული.  ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარშიშია ნათქვამი.  

ანგარიშში წერია, რომ სარაგბო კლუბში სულ 3 მასაჟისტია გაფორმებული, თუმცა მათგან ორს სამუშაო არ შეუსრულებია და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ წარდგენილი. სახელმწიფო აუდიტის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი სამსახურში არასდროს გამოცხადებულა.

"მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები",-წერია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ აღნიშნულ სარაგბო კლუბში სხვადასხვა თანამდებობაზე შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე პირები არიან დანიშნული.

ამასთან, აუდიტის სამსახური სარაგბო კლუბის მიერ თანხების არამართლზომიერად განკარგვის რისკზეც საუბრობს. მათ ინფორმაციით, 2-ჯერ თბილისში და ერთხელ ქუთაისში მივლინების ხარჯებისათვის კლუბის მიერ ჯამში გადახდილია 8,636 ლარი თუმცა მივლინების პერიოდში მივლინებულ ადგილზე სპორტული ღონისძიების დაგეგმვა, ფაქტობრივად ჩატარება და გუნდის ფაქტობრივი მონაწილეობა არ დგინდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system