თავში

"რატომ ეხახუნებიან მურა დათვები ხეებს" - ვიდეო ბორჯომ-ხარაგაულის პარკიდან

"რატომ ეხახუნებიან მურა დათვები ხეებს" -
რატომ ეხახუნებიან მურა დათვები ხეებს - ვიდეო ბორჯომ-ხარაგაულის პარკიდან

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა მურა დათვი დააფიქსირა, რომელიც ხეს ეხახუნება.

ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს. ისინი ცდილობენ ახსნან, რატომ ეხახუნებიან დათვები ხეებს.

"უამრავი თეორია არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ ეხახუნებიან მურა დათვები ხეებს. ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ისინი ამას პარაზიტების მოსაცილებლად აკეთებენ, ზოგიერთის აზრით, მურა დათვები ხეებზე ხახუნს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ იყენებენ და ძირითადად ამას მამრი ინდივიდები აკეთებენ. აღნიშნული ქცევით დათვები ტოვებენ კვალს, რომელიც სხვა მამრებს გაფრთხილებას აძლევს, რომ ტერიტორია "დაჯავშნილია" და პარტნიორი სხვაგან ეძებონ", - წერს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ოფიციალური Facebook გვერდი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system