თავში

ბრაკონიერებმა გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი დაჭრეს

ბრაკონიერებმა გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი დაჭრეს
ბრაკონიერებმა გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი დაჭრეს

ბრაკონიერებმა კახეთში გადაშენების პირას მყოფი ბექობის არწივი დაჭრეს. ინფორმაციას საზოგადოება „ბუნების კონსერვაციისათვის“ (საბუკო) ავრცელებს.

,,ბრაკონიერის მიერ დაჭრილი ბექობის არწივი სოფელ მაღაროსთან, ველებზე ამ დილას იპოვეს და შეგვატყობინეს.

მძიმე მდგომარეობის გამო, ფრინველი თბილისში გადმოვიყვანეთ. 

რენტგენზე 7 ფინთიხი და არაერთი გამჭოლი ჭრილობა გამოჩნდა. სავარაუდოდ, ინდივიდი ერთი წლისაც არაა და რომელიმე თბილი ქვეყნიდან საგაზაფხულოდ დაბრუნდა საქართველოში.

ეს ბექობის არწივზე ბრაკონიერობის მეორე შემთხვევაა, რასაც ამ ტერიტორიაზე გადავაწყდით.

შესაბამის უწყებებს ვთხოვთ, გაამკაცრონ კონტროლი, განსაკუთრებით იმ ადგილებზე, სადაც წითელი ნუსხის ფრინველები მრავლად არიან.

აქვე გთავაზობთ რუკას, რომელზეც შეგიძლიათ ნახოთ საბუკოს მიერ სატელიტური გადამცემით დანიშნული ბექობის არწივები, რომელთა 80%-ზე მეტი პირველ ან მეორე წელსვე დაიღუპა.

ბექობის არწივი გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და მის კონსერვაციაზე საბუკო 2018 წლიდან მუშაობს.აქვე, მადლობას ვუხდით მოქალაქეს, რომელმაც არწივი იპოვა, მოუარა და დაგვიკავშირდა", - აღნიშნულია ინფრომაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system