თავში

ბრაზიანი ძაღლები უფრო ჭკვიანები არიან?

ბრაზიანი ძაღლები უფრო ჭკვიანები არიან?
ბრაზიანი ძაღლები უფრო ჭკვიანები არიან?
© Tha Guardian

კვლევებმა აჩვენა, რომ ბრაზიანი ძაღლები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე მხიარული, კუდქიცინა ძაღლები ძაღლები. ინფორმაციას Guardian აქვეყნებს.

ბუდაპეშტის Eötvös Loránd University-ის მეცნიერი, დოქტორი პეტერ პონგრაცი, რომელიც ძაღლებისა და ადამიანების ურთიერთობებს იკვლევს, აცხადებს, რომ ყველა ის თვისება, რომელიც ძაღლს ბრაზიანად ახასიათებს, ამავე დროს მას საშუალებას აძლევს წინასწარ, მოქმედების დაწყებამდე შეაფასოს სიტუაცია. ეს მისი ჭკუის ნაყოფია, რაც მას ასევე ასევე წვრთნაში ეხმარება.

როგორია ბრაზიანი ძაღლი? ძაღლი, რომლიც სწრაფად ყეფს, იღრინება, როდესაც აწუხებენ და გამალებით იცავს თავის საჭმელს. ისინი წარა-მარა არ აქიცინებენ კუდს და ყველას არ ლოკავენ. არიან თუ არა ისინი ჭკვიანები? დიახ ნამდვილად არიან და გაცილებით ჭკვიანები, ვიდრე უდარდელი და უწყინარი ძაღლები.

მეცნიერის თქმით, ასეთი ძაღლები უფრო ადვილად სწავლობენ და უკეთ იწვრთნებიან. მათი გონება უფრო მახვილი და მოქნილია. მეცნიერმა ექსპერიმენტი ჩაატარა. ძაღლის საყვარელი სათამაშო მავთულის ღობის იქით მოათავსა. უფრო ბრაზიანმა ძაღლებმა ადვილად გადაჭრეს პრობლემა, ღობეს შემოუარეს და სათამაშო აიღეს. ბედნიერი კუდქიცინა ძაღლები კი სათამაშოს ასაღებად პირდაპირ მიდიოდნენ და ღობეს ასკდებოდნენ. მეცნიერის თქმით, თვისებები, რომელიც ძაღლის სიბრაზეს განაპირობებს, მას უფრო ყურადღებიანს ხდის და ეს რეალურად მისი მაღალი ინტელექტის მაჩვენებელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system