თავში

დასახელდა პროდუქტები, რომლებიც ძილს აუმჯობესებს

დასახელდა პროდუქტები, რომლებიც ძილს აუმჯობესებს
დასახელდა პროდუქტები, რომლებიც ძილს აუმჯობესებს

ჰონგ-კონგის წამყვანმა დიეტოლოგმა, სალი პუნმა ძილის გაუმჯობესებისთვის საჭირო პროდუქტების სია დაასახელა.

ექსპერტის აზრით, ძილის წინ ბევრი არ უნდა ჭამოთ. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალკალორიულ ან ცხარე საკვებს. ასევე უმჯობესია, უარი თქვათ ალკოჰოლზე, ყავაზე, ჩაიზე და კოფეინის შემცველ სხვა სასმელებზე. მაგრამ არ უნდა დაიძინოთ მშიერმა. სალი პუნი გირჩევთ, ძილის წინ მიირთვათ ხილი, უცხიმო იოგურტი ან რძე.

დიეტოლოგის მტკიცებით, ადამიანები უფრო სწრაფად იძინებენ და უფრო დიდხანს სძინავთ ტრიპტოფანის შემცველი საკვების მიღების შემდეგ, როგორიცაა რძე, ინდაური, ქათამი, თევზი, კვერცხი, ლობიო, არაქისი ან ყველი. მისი თქმით, მელატონინით მდიდარი საკვები, როგორიცაა კვერცხი, თევზი ან კაკალი, საჭიროა ცირკადული რიტმების მოწესრიგებისთვის, ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად და გაღვიძებისთანავე სიფხიზლისთვის. ასევე, საკმარისი ძილისთვის საჭიროა საკვები, რომელიც მდიდარია სელენით. ეს ნივთიერება გვხვდება ხორცში, ზღვის პროდუქტებში, რძის პროდუქტებში, კაკალსა და მარცვლეულში.

გარდა ამისა, დიეტოლოგი გირჩევთ, საღამოობით რამდენიმე კივი მიირთვათ. მისივე თქმით, კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ხილის მიღება დაძინებამდე ერთი საათით ადრე უფრო სწრაფად დაძინებაში, უფრო დიდხანს ძილში და ღამით იშვიათად გაღვიძებაში დაგეხმარებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system