თავში

დასახელდა, როგორ ვებრძოლოთ შაკიკს

დასახელდა, როგორ ვებრძოლოთ შაკიკს
დასახელდა, როგორ ვებრძოლოთ შაკიკს

შაკიკი სხვა დაავადებებს შორის მესამე ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მედიკამენტები ყოველთვის არ არის შედეგიანი მასთან ბრძოლაში. ექსპერტების თქმით, ამ დაავადებასთან გამკლავება მედიკამენტების ჩარევის გარეშეც შესაძლებელია.

მათი თქმით, როგორც წესი, თავის ტკივილს ემატება გულისრევა და სინათლისა და ხმაურის მიმართ მგრძნობელობის მომატება.

ცნობილია, რომ შაკიკის დროს სისხლძარღვები იშლება და ახდენს მიმდებარე ნერვული დაბოლოებების შეკუმშვას. ექსპერტების თქმით, ძლიერი ყავა ან ჩაი, რომელიც შეიცავს კოფეინს და ტანინს დაგეხმარებათ, რომ გაუმკლავდეთ მას.

მათ ასევე დაასახელეს სინათლის მიმართ მაღალი მგრძნობელობის დასაძლევი საშუალება. ამისათვის საჭიროა უბრალოდ ბნელ ოთახში შესვლა, წამოწოლა და მშვიდი მუსიკის მოსმენა. ცხელი და ცივი კომპრესების ძალიან ეფექტური მეთოდია ტკივილის დასაძლევად.

ექსპერტებმა ასევე დასძინეს, რომ თუ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდი არ იქნება ეფექტური, ტკივილის მოსახსნელად არომათერაპია დაგეხმარებათ. ლავანდის ზეთი საუკეთესოდ მუშაობს. საკმარისია მისი ორთქლის რამდენჯერმე ჩასუნთქვა და ტკივილიც ქრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system