თავში

დასახელდა საკვები, რომლის მიღებაც არტერიული წნევის დროს აკრძალულია

დასახელდა საკვები, რომლის მიღებაც არტერიული წნევის დროს აკრძალულია
დასახელდა საკვები, რომლის მიღებაც არტერიული წნევის დროს აკრძალულია

სამედიცინო საზოგადოების სპეციალისტებმა მაღალი არტერიული წნევის მქონე ადამიანებს მოუწოდეს თავი შეიკავონ ისეთი საკვების მიღებისგან, რომელიც მარილს შეიცავს.

ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთ საკვებს დიდი გავლენა აქვს არტერიული წნევის დონეზე. მაგალითად, ბევრმა ხორცის პროდუქტმა, რომელსაც მარილის მაღალი შემცველობა აქვს, შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს არტერიულ წნევაზე და გაზარდოს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

ექიმების აზრით, ხორცის დელიკატესებიც კი, რომელთა შეფუთვაზეც მარილის დაბალი კონცენტრაცია წერია, შეიცავს დიდი რაოდენობით ნატრიუმს, რომელიც საშიშია ჰიპერტონიული პაციენტებისთვის. მარილის დიდი რაოდენობით მიღება არღვევს სხეულის ნატრიუმის ბალანსს, რის შედეგადაც ხდება სითხის დაგროვება და შესაბამისად, იწვევს მაღალ წნევას.

აღინიშნა, რომ მარილის ყოველდღიური მოხმარების ძირითადი წყაროა პური, ფუნთუშეული, სენდვიჩები და ძეხვეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system