თავში

დღის ფოტო: ვარსკვლავთშორისი ღრუბელი პერსევსის თანავარსკვლავედში - PHOTO

დღის ფოტო: ვარსკვლავთშორისი ღრუბელი პერსევსის თანავარსკვლავედში
დღის ფოტო: ვარსკვლავთშორისი ღრუბელი პერსევსის თანავარსკვლავედში - PHOTO

პროექტ "აღმოაჩინე კოსმოსის" ფარგლებში NASA ყოველდღიურად აქვეყნებს ფოტოებს კოსმოსიდან, პროფესიონალი ასტრონომები კი ხსნიან ფოტოზე ასახულ მოვლენებს.

2021 წლის 18 მარტის ფოტოზე დაფიქსირებულია პერსევსის თანავარსკვლავედის მოლეკულურ ღრუბელში არსებული კოსმოსური მტვერი.

ფოტოზე ჩანს კოსმოსური ღრუბლის გადაადგილება პერსევსის თანავარსკვლავედში, რომელიც დედამიწიდან 850 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ცენტრში დამახასიათებელი მოლურჯო ფერით განათებული ვარსკვლავთაშორისი ღრუბელი NGC 1333-ია. მარჯვენა კუთხეში ჩანს ვარსვკლავთშორისი ღრუბელი vdB 13, ზედა ნაწილში არსებული მოყვითალო განათება ნებულაა (ვარსკვლავთაშორისი ღრუბელი) სახელად vdB 12. 

პერსევის თანავარსკვლავედის მოლეკულურ ღრუბლებში ახალგაზრდა ვარსკვლავები იბადებიან. შესაძლოა, ასეთი ქაოტური გარემო ჰგავდეს მზის სისტემის ფორმირებას 4,5 მილიარდი წლის წინ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system