თავში

დიეტოლოგმა ტკბილეულისადმი ლტოლვის შესამცირებელი გზები დაასახელა

დიეტოლოგმა ტკბილეულისადმი ლტოლვის შესამცირებელი გზები დაასახელა
დიეტოლოგმა ტკბილეულისადმი ლტოლვის შესამცირებელი გზები დაასახელა

ავსტრალიელი დიეტოლოგი ჯესიკა სეპელი შაქრისადმი ლტოლვის შესამცირებელ გზებზე საუბრობს. ამის შესახებ Daily Mail წერს.

ექსპერტი აცხადებს, რომ დიეტის 80% უნდა დაეთმოს ჯანმრთელ და სწორ კვებას, ხოლო მხოლოდ 20% - კალორიულ საკვებს.

დიეტოლოგმა ასევე აღნიშნა, რომ თუ საუზმეზე მიირთმევთ მაღალპროტეინულ საკვებს, მაშინ დღის განმავლობაში გაცილებით ნაკლები ტკბილეული მოგინდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ. 

მან ასევე გასცა რეკომენდაცია, რომ საკვებს დაამატოთ დარიჩინი, რომელიც არეგულირებს სისხლში გლუკოზის დონეს, რაც თავიდან აგაცილებთ ხელოვნური დამატკბობლების გამოყენებას.

სეპელმა სხვა პრობლემებზეც ისაუბრა, რომლებიც ტკბილეულის ჭამის სურვილს იწვევს. ეს არის გაუწონასწორებელი დიეტა და ძილის ნაკლებობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system