თავში

დუბაიში შიშველი ფოტოსესიისთვის 10-ზე მეტი ქალი დააკავეს

დუბაიში შიშველი ფოტოსესიისთვის 10-ზე მეტი ქალი დააკავეს
დუბაიში შიშველი ფოტოსესიისთვის 10-ზე მეტი ქალი დააკავეს

დუბაიში, 10-ზე მეტი ქალი, რომლებმაც ცათამბჯენის აივანზე შიშველი ფოტოსესია მოაწყვეს პოლიციამ დააკავა.

ამ ფაქტის ამსახველი ფოტოები თვითმხილველებმა გადაიღეს და კადრები სოციალურ ქსელებში გაავრცელეს. შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ კი საზოგადოებრივი გარყვნილების ბრალდებით ისინი დააკავა.

”ასეთი მიუღებელი საქციელი არ ასახავს არაბთა გაერთიანებული საემიროების საზოგადოების ღირებულებებსა და ეთიკას”, - ნათქვამია სამართალდამცავი ორგანოების განცხადებაში.

დაკავებულებს ექვსთვიანი თავისუფლების აღკვეთა და 1000 დოლარიანი ჯარიმა ემუქრებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system