თავში

დუელი განქორწინების სანაცვლოდ

დუელი განქორწინების სანაცვლოდ
დუელი განქორწინების სანაცვლოდ

40 წლის დევიდ ოსტრომმა სასამართლო პროცესზე მოსამართლეს სთხოვა, საქმის დუელით გადაწყვეტის უფლება მიეცა. ოსტრომის განცხადებით ყოფილი მეუღლე - ბრიჯიტი წლების განმავლობაში შეურაცხყოფას და ტკივილს აყენებდა. მან მოსამართლეს დუელისთვის მოსამზადებლად 12 კვირიანი ვადა სთხოვა. ასევე, განაცხადა, რომ მის მეუღლეს შეეძლო აერჩია პიროვნება, რომელიც დუელში მისი სახელით მიიღებდა მონაწილეობას. ოსტრომმა პროცესზე აღნიშნა, რომ დუელის გამართვა აშშ-ს კანონმდებლობით აკრძალული არ არის.

აღნიშნული განცხადების შემდგომ, დევიდ ოსტორმის ყოფილი მეუღლის ადვოკატმა მისი ფსიქოლოგიური შემოწმება მოითხოვა. 

სასამართლოს დუელის მოთხოვნის საკითხი ჯერ არ განუხილავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system