თავში

ექიმებმა გულის შეტევის უჩვეულო სიმპტომები დაასახელეს

ექიმებმა გულის შეტევის უჩვეულო სიმპტომები დაასახელეს
ექიმებმა გულის შეტევის უჩვეულო სიმპტომები დაასახელეს

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შფოთვა ან რაიმე ცუდის მოლოდინის შეგრძნება, შესაძლებელია, გულის შეტევის სიმპტომი იყოს.

გულის შეტევის სიმპტომებია სუნთქვის გაძნელება, ძლიერი ტკივილი გულმკერდის არეში. ასევე შფოთვის განცდა, რომელიც პანიკის შეტევას წააგავს, რის გამოც ადამიანების უმეტესობას ხშირად ამ ორ მდგომარეობის ერთმანეთისგან გარჩევა უჭირს.

პანიკის შეტევების უმეტესობა 5-დან 20 წუთამდე გრძელდება, თუმცა ზოგიერთ პაციენტს ხანდახან ეს ერთ საათის მანძილზე აღენიშნება. პანიკის შეტევის ფიზიკური შეგრძნებებია გულისცემის გახშირება, სისუსტე და თავბრუსხვევა. შესაძლოა, ადამიანებმა იგრძნონ სიცხე და სიცივე, ასევე გულისრევა, ტკივილი გულმკერდისა და მუცლის არეში. ადამიანები ზოგჯერ გრძნობენ, რომ გონება უნდა დაკარგონ.

ექიმები მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანებს აფრთხილებენ, რომ ზემოთჩამოთვლილი სიმპტომები, შესაძლოა, გულის შეტევის ნიშანი იყოს და აუცილებელია, მიმართონ ექიმს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system