თავში

ემირატების ყველგანმავალი მთვარეზე 2022 წელს დაჯდება

ემირატების ყველგანმავალი მთვარეზე 2022 წელს დაჯდება
ემირატების ყველგანმავალი მთვარეზე 2022 წელს დაჯდება

არაბეთის გაერთიანებული საემიროები მთვარის ზედაპირზე კვლევითი დანიშნულების მოდულს 2022 წელს, დაგეგმილზე 2 წლით ადრე გაუშვებს. ემირატების ,,მთვარის ყველგანმავალი’’ წარმატებით გაგზავნის შემთხვევაში თანამგზავრის ისეთ რეგიონებს შეისწავლის, რომლებიც დღემდე ჩატარებული სამეცნიერო მისიებით ჯერ არ გამოკვლეულა. ინფორმაციას Lewistownsentiel ავრცელებს.

გეგმის თანახმად, მთვარის შემსწავლელი აპარატი აღჭურვილი იქნება ყველაზე მოწინავე სამეცნიერო აპარატურით, ხოლო მიღებული ინფორმაცია, დედამიწის წამყვან კოსმოსურ კვლევით ცენტრებს გაეგზავნებათ.

ემირატები არის ქვეყანა, რომელიც დღეისათვის ყველაზე მეტ ფინანსურ რესურსს ხარჯავს მთვარის შესასწავლად. ასევე მის კოსმოსურ პროგრამაში შედის მარსის შესწავლაც. 2020 წელს, მათ მარსის ორბიტაზე პლანეტათაშორისი სადგური გააგზავნეს წითელი პლანეტის ატმოსფეროს გამოსაკვლევად. მისია წარმატებით ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system