თავში

ფიზიკოსებმა პირველმატერიის თვისებები ამოხსნეს

​ფიზიკოსებმა პირველმატერიის თვისებები ამოხსნეს
ფიზიკოსებმა პირველმატერიის თვისებები ამოხსნეს

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა პირველმატერიის თვისებები ამოხსნეს, რომელიც დიდი აფეთქების შემდეგ პირველ მიკროწამში წარმოიქმნა.

დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ, კოსმოსი გაჩნდა ძალიან მაღალი სიმკვრივისა და ტემპერატურის მქონე ნაწილაკის მომენტალური აფეთქებისაგან, რომელიც მყისიერად, 1 წამზე ბევრად უფრო მცირე დროში განხორციელდა.

ჟენევაში მდებარე დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა შეისწავლეს, თუ როგორ აგრეგატურ მდგომარეობაში იმყოფებოდა პირველმატერია აფეთქებამდე და აფეთქების შემდეგ.

კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ პირველმატერია იყო ე.წ. ,,კვარკ-გლუონური პლაზმა’’. ის მატერიის ერთ ერთ აგრეგატურ მდგომარეობას წარმოადგენს, რომელშიც ძალიან დიდი ოდენობის სხვა მატერიებია ჩატუმბული. დიდი წნევის და მცირე სივრცის გამო, მასში ჩაზიდული მატერიების მოლეკულური და ატომური ფორმულები იცვლება და ის კვარკების, ანტიკვარკებისა და გლუონების დონემდე იშლება, რომლებიც პლაზმურ მდგომარეობაშია შეტივტივებული.

ასეთ პლაზმა გამჭვირვალე და თვალით უხილავია, ის ძალიან მცირე ზომისაა, თუმცა მასში იმხელა ენერგიაა დაგროვილი, რომ მისი აფეთქებით შესაძლოა უზარმაზარი გალაქტიკის ზომის მასები გამოიტყორცნოს.

კვლევით დადგინდა, რომ აღნიშნული პლაზმა მომენტალურად აფეთქდა და მისგან კოსმოსურ სივრცეში ჩვენი სამყარო გამოიტყორცნა. ხოლო აფეთქების შემდეგ, 0,000001 წამში პლაზმა გაქრა, რადგანაც ის სივრცეში სხვა და სხვა ნაწილაკებისა და კოსმოსური ობიექტების სახით გაიშალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system