თავში

რომის კოლიზეუმს ხის იატაკი დაუბრუნდება

​რომის კოლიზეუმს ხის იატაკი დაუბრუნდება
რომის კოლიზეუმს ხის იატაკი დაუბრუნდება

რომის კოლიზეუმი (ძველრომაული ფლავიუსის ამფითეატრი) 2023 წლისთვის ხის იატაკს დაიბრუნებს, რომელიც მე-19 საუკუნეში, არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების მიზნით დაშალეს. ახალი მოძრავი კონსტრუქცია კოლიზეუმს საშუალებას მისცემს, რომ არენაზე ჩატარდეს კულტურული ღონისძიებები. ამის შესახებ განცხადება იტალიის კულტურის მინისტრმა - დარიო ფრანჩესკინიმ გააკეთა.

კოლიზეუმის ძველი იატაკის აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილება იტალიის კულტურის სამინისტრომ 2020 წელს მიიღო და სპეციალური კონკურსი გამოაცხადა. რეკონსტრუქციისთვის 18,5 მილიონი ევრო გამოიყო. პროექტს ფირმა Milan Ingegneria განახორციელებს.

ფრანჩესკინის განცხადებით, რეკონსტრუქცია კოლიზეუმის პირვანდელ სახესთან მაქსიმალურად მიახლოების საშუალებას იძლევა. ახალი არენა კოლიზეუმს  წვიმისა და ნესტისაგან დაიცავს და მისი მიწისქვეშა ნაწილების კარგად განიავების წინაპირობაც იქნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system