თავში

"გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს"- გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი

"გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს"- გაიცანით თბილისი
გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს- გაიცანით თბილისის ზოოპარკის ახალი ბინადარი

"გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან," - ასე გააცნო თბილისის ზოოპარკმა საზოგადოებას ახალი ბინადარი.

მათივე თქმით, უახლოეს მომავალში მისი გარეგნობა ისე შეიცვლება, თვალი რომ არ ეცეს გიშრის დაკიდება მოუწევს.

"დღეს ჩვენი ახალშობილი უნდა გაგაცნოთ. ეს თავქარიანი არსება ჰამადრილების ოჯახის ახალი წევრია. თავქარიანი იმიტომ კი არაა, რომ ზედმეტად ცერცეტია, უბრალოდ გამელოტებული კაცის ვარცხნილობა აქვს და ქარი ხან მარჯვნიდან უქიქინებს თავზე, ხან - მარცხნიდან.

ჰო, ქვაზე დახატულ ეშმაკს კი ჰგავს, ცოტა არ იყოს, მაგრამ ეგ არაფერი. ცოტა ხანში ისე დამშვენდება, გიშრის დაკიდება მოგვიწევს, თვალი რომ არ ეცეს ",- აღნიშნავს თბილისის ზოოპარკი.

დღეს ჰამადრილებში სამი პატარა დაიბადა, თუმცა ჯერჯერობით სახელი მხოლოდ თავქარიანს აქვს, - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის დირექტორმა Report.ge-ს განუცხადა

ზურაბ გურიელიძის თქმით, უახლოეს მომავალში ზოოპარკს ორი ბინადარი კიდევ შეემატება.

"ჯერჯერობით არანაირი ღირსშესანიშნაობა არ ჩაუდენია, ახლახანს დაიბადა. დღეს იყო მატება ჰამადრიალებში სამი პატარა დაიბადა. წყალდიდობის შემდეგ ჩამოვიყვანეთ სხვადასხვა ზოოპარკებიდან - საფრანგეთის, ბელგიისა და ჰოლანდიის ზოოპარკებიდან და ეს ჯგუფი შევკრიბეთ. დანარჩენი ორისთვის სახელი ჯერ არ შეგვირჩევია. როგორც ჩანს, თავქარიანი იმიტომ დაარქვეს თანამშრომლებმა, რომ დინჯი არ არის. მე რომ მკითხოს კაცმა, ყველა მაიმუნი თავქარიანია. ახლა ველოდებით მალე უნა ჩამოვიყვანოთ დომბები - ევროპული ბიზონი, ორი მდედრი ჩეხეთიდან. ხელშეკრულება უკვე გავაფორმეთ სატრანსპორტო კომპანიასთან. ახლა დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაიგეგმება მისი ჩამოყვანა, ეს მოხდება უახლოეს პერიოდში, ალბათ ოქტომბრის ბოლოს," - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა Report.ge-სთან საუბარში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system