თავში

Google Earth: როგორ შეიცვალა დედამიწა ბოლო 40 წლის განმავლობაში - VIDEO

ა დედამიწა ბოლო 40 წლის განმავლობაში - VIDEO
Google Earth: როგორ შეიცვალა დედამიწა ბოლო 40 წლის განმავლობაში - VIDEO

Google Earth-მა რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომლის მეშვეობითაც, 1980 წლიდან დღემდე, 40-წლიან პერიოდში, დედამიწაზე მომხდარი ცვლილებები შეგვიძლია დავინახოთ. ვიდეოზე კარგად ჩანს თუ როგორ გადნა ანტარქტიდისა და გრელანდიის ყინულოვანი საფარი, ასევე როგორ მოხდა დაუსახლებელ ტერიტორიებზე ქალაქების განაშენიანება და როგორ შემცირდა მწვანე საფარი ჩვენს პლანეტაზე. ვიდეოებს სააგენტო საკუთარ  YouTube არხზე ავრცელებს. 

Google Earth-მა გამოაქვეყნა ვიდეოც, სადაც ჩანს თუ როგორ გაშენდა საუდის არაბეთის უდაბნოში სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები. ზოგიერთი ვიდეორგოლი აჩვენებს, თუ როგორ დაიხია კეიპ-კოდის ნახევარკუნძულის სანაპირო ზოლმა სამხრეთისაკენ, როგორ დნებოდა კოლუმბიის ყინულოვანი ველი ალასკაში და ასევე როგორ გაფართოვდა ქალაქი ლას-ვეგასი უდაბნოში.

ინტერნეტ-სააგენტომ ვიდეოების შექმნა სამგანზომილებიანი კარტოგრაფირების მეშვეობით შეძლო. სერვისი ხელმისაწვდომია ყველანაირი თანამედროვე სახლის კომპიუტერის, სმარტფონებისა და აიპადებისათვის.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კომპანია Google Earth-მა სპეციალისტები აშშ-ის გეოლოგიური სამსახურებიდან და NASA-დან მიიწვია. კვლევის ფარგლებში მოძიებული გამოსახულებების ანალიზს პროგრამა Copernicus-ი ატარებდა, რომელიც ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა. პროგრამამ მილიონობით ფოტო რამდენიმე დღეში დაამუშავა, რის გაკეთებასაც, ჩვეულებრივი კომპიუტერით 228 წელიწადი დასჭირდებოდა. ვიდეო : Google Earth

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system