თავში

იმპლანტების დახმარებით, პარალიზებული ადამიანები გონებით წერას შეძლებენ

იმპლანტების დახმარებით, პარალიზებული ადამიანები
იმპლანტების დახმარებით, პარალიზებული ადამიანები გონებით წერას შეძლებენ

ტვინის იმპლანტები და თვალის მიდევნების ტექნოლოგიები პარალიზებულ ადამიანებს ეხმარება კომუნიკაციაში. სამწუხაროდ, ეს ტექნოლოგიები საკმაოდ ნელა მუშაობენ და ტექსტის სწრაფად დაწერის შესაძლებლობას არ იძლევიან. ცოტა ხნის წინ, სტენფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კომუნიკაციის ახალი მეთოდი შეიმუშავეს და ამ კუთხით საუკეთესო შედეგიც დააფიქსირეს. მეტიც, ამ მეთოდით შესაძლოა პარალიზებული ადამიანი წერაში ჯანმრთელ პირსაც კი შეეჯიბროს. ინფორმაციას ამის შესახებ Engadget ავრცელებს. 

მკვლევარებმა ტექსტის წერის ახალი მეთოდი 65 წლის პაციენტზე გამოცადეს, რომელსაც 2007 წელს ზურგის ტვინი დაუზიანდა და ამიტომ კისრიდან ფეხებამდეა პარალიზებული. ახალი მეთოდი მდგომარეობს იმაში, რომ მომხმარებელმა უნდა წარმოიდგინოს, თუ როგორ წერს ის ხელით სასურველ სიტყვას, რომელიც შემდეგ მონიტორზე გამოისახება.

მეცნიერებმა, პაციენტის ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მოძრაობაზეა პასუხისმგებელი, ორი იმპლანტი მოათავსეს. ამის შემდეგ, მას სთხოვეს წარმოედგინა როგორ წერდა ის ხელით ხვადასხვა სიტყვას.  იმპლანტებმა ტვინის აქტივობა დააფიქსირეს და შემდეგ ნეირო სიგნალი კომპიუტერს გაუგზავნეს. შედეგად, პაციენტმა 1 წუთში 18 სიტყვა 94.1%-იანი სიზუსტით დაწერა. შედარებისთვის, იგივე ასაკის ჯანმრთელ ადამიანს წუთში დაახლოებით 23 სიტყვის დაწერა შეუძლია სმარტფონზე. 

მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მათი მეთოდის შერწყმა არსებულ ტექნოლოგიებთან, პარალიზებულ ადამიანებს საშუალებას მისცემთ გაცილებით სწრაფად იკონტაქტონ ერთმანეთთან, თუმცა მათი თქმით, წინ კიდევ ბევრი სამუშაოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system