თავში

იზოლაცია მწერებზე უარყოფითად მოქმედებს

​იზოლაცია მწერებზე უარყოფითად მოქმედებს
იზოლაცია მწერებზე უარყოფითად მოქმედებს

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იზოლაცია არა მხოლოდ ადამიანებზე, არამედ სხვა ცოცხალ არსებებზე, მათ შორის მწერებზეც უარყოფითად მოქმედებს. აღმოჩნდა, რომ ცხოვრების განმარტოებული წესი ძლიერ ზეგავლენას ახდენს მათ ტვინზე. განცალკევებულად ცხოვრების შემთხვევაში ისინი თავიანთი ჯგუფის და სხვა მწერების ერთმანეთისგან გარჩევის უნარს კარგავენ. ინფორმაციას Phys.org ავრცელებს.

მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ერთმანეთისგან იზოლირებული ზრდასრული კრაზანების ტვინში, ბევრად ნაკლებადაა განვითარებული ის უბნები, რომლებიც ფერებისა და ფორმების მხედველობით გარჩევაზეა პასუხისმგებელი.

,,კრაზანებს, მწერებისთვის დამახასიათებელი მარტივი აგებულების ტვინი აქვთ, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ თუ როგორ მუშაობს მათი ნეირონული კავშირები. ეს დაგვეხმარება გავიგოთ, რა ზეგავლენას ახდენს ტვინის ფორმირებაზე მათი სოციალური ურთიერთობები’’ - აღნიშნავს მეცნიერი მაიკლ შიჰანი

შიჰანის კვლევებმა ასევე აჩვენა თუ რამდენად სწრაფად და სრულფასოვნად აღიქვამენ კრაზანები როგორც ერთმანეთს, ასევე გარესამყაროს მრავალფეროვნებას. ხოლო მწერების ბუდეებიდან მოშორება და იზოლაციაში გაზრდა მათ ამ თვისებას უკარგავს.

ე.წ. ,,ქაღალდის კრაზანები’’, რომლებზედაც ექსპერიმენტები ჩაატარეს, აშშ-ს აღმოსავლეთში, მცირერიცხოვანი კოლონიებით (რამდენიმე ასეული მათგანი) ცხოვრობენ. შედარებისთვის, თაფლის ფუტკრების თითოეულ სკაში დაახლოებით ათობით ათასი ფუტკარი ცხოვრობს. ფუტკრებისგან განსხვავებით, რომლებსაც ერთი საშვილოსნო აქვთ, ქაღალდის კრაზანებში გავრცელებულია რამდენიმე საშვილოსნო. ყოველ გაზაფხულზე, კრაზანების მომავალი ,,დედოფლები’’ შეიძლება მცირერიცხოვან ჯგუფში გაერთიანდნენ სამუშაოდ.

,,ქაღალდის კრაზანების’’ კოლონიაში მოქმედებს იერარქიის სისტემა და კონკურენცია. დომინანტი ,,დედოფალი’’ ახდენს სხვა ,,კრაზანა-დედოფლების’’ დაქვემდებარებას და მეტ მუშაობას აიძულებს. თუმცა, დაქვემდებარებულებმა შეიძლება დატოვონ კოლონია და სხვაგან ახალი ბუდე აიშენონ, თუ მიაჩნიათ, რომ მათი თანამშრომლობა უსამართლოა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system