თავში

ჯეფ ბეზოსი ტურისტებს კოსმოსში მოგზაურობას სთავაზობს - VIDEO

​ჯეფ ბეზოსი ტურისტებს კოსმოსში მოგზაურობას სთავაზობს
ჯეფ ბეზოსი ტურისტებს კოსმოსში მოგზაურობას სთავაზობს - VIDEO

ტურისტებს მოგზაურობა უკვე კოსმოსშიც შეუძლიათ. ამის შესაძლებლობას მათ ცნობილი მილიარდერი და ფილანტროპი ჯეფ ბეზოსი აძლევს, რომელიც Amazon-ის დამაარსებელი და კერძო აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin-ის მფლობელია. კომპანიამ შექმნა სპეციალური ხომალდი, რომელმაც კოსმოსში უკვე 15 საცდელი გაფრენა შეასრულა. კოსმოსური ხომალდი სახელწოდებით New Shepard, დედამიწის ორბიტაზე კაფსულით 6 მგზავრს აიყვანს, სადაც, ის უწონადობის პირობებში 10 წუთის განმავლობაში იქნება. ამის შემდეგ, ხომალდი ისევ დედამიწაზე დაბრუნდება. საბოლოო ჯამში, გაფრენა მოიცავს 40 წუთს.

ჯეფ ბეზოსმა, კომპანია Blue Origin-ის სახელით უკვე გადაიღო სპეციალური ვიდეო-კლიპი, რომლითაც ის კოსმოსში სამოგზაუროდ ბილეთების გაყიდვას აანონსებს. ბილეთების ფასი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ბეზოსის თქმით: ,,მოგზაურობა ძალიან საინტერესო იქნება და ამის დრო უკვე დადგა’’. გაფრენისა და ბილეთების შესახებ დამატებით ინფორმაციას, კომპანია 5 მაისს გამოაქვეყნებს. 

კაფსულა აღჭურვილია მოქნილი სავარძლებით და ფართო ფანჯრებით, რათა ტურისტი მასში მოხერხებულად მოეწყოს და ,,დაუვიწყარი შთაბეჭდილებები’’ მიიღოს მოგზაურობისას.

კომპანია Blue Origin საკმაოდ მძლავრი აერო-კოსმოსური სააგენტოა, რომელიც ილონ მასკის პროექტებს უწევს კონკურენციას. ასევე, ჯეფ ბეზოსი, ასტრონავტებს მთვარეზე სამოგზაუროდ საკუთარ - Blue Moon კონტრაქტს სთავაზობს. გაფრენა 2024 წლისთვის იგეგმება.

ფოტოგალერეა: Blue Origin

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system