თავში

ქალი ფეხმძიმობის დროს მეორედ დაფეხმძიმდა

​ქალი ფეხმძიმობის დროს მეორედ დაფეხმძიმდა
ქალი ფეხმძიმობის დროს მეორედ დაფეხმძიმდა

ინგლისში ძალიან იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა. 33 წლის რებეკა რობერტსი ფეხმძიმედ იყო, როდესაც გაიგო, რომ ისევ ფეხმძიმედაა. ამის შესახებ The Sun წერს.

რებეკას თქმით, ტესტებმა აჩვენა, რომ მეორე ბავშვით ის ფეხმძიმობის მესამე კვირაში დაფეხმძიმდა.

ამ უცნაურ მოვლენად სუპერფეტაცია ეწოდება - ორ კვერცხუჯრედს განაყოფიერება მცირე ინტერვალით შეუძლია.

ექიმების თქმით, ამის მიზეზი, სავარაუდოდ, ის გახდა, რომ რებეკა უშვილობის წამლებს იღებდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები სხვადასხვა დროს ჩაისახნენ, ისინი ერთ დღეს დაიბადნენ. გოგონა ბიჭზე ზომით გაცილებით პატარა აღმოჩნდა.

ვაჟს ნოე დაარქვეს, გოგონას კი როზალი.

"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ტყუპები გვყავს. თან ასეთი განსაკუთრებული ტყუპები. ეს დიდი მადლია", - განაცხადა რებეკამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system